Accessibility links

site logo site logo

ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში აშშ-სა და ნატოს მოქმედებებს რუსეთისთვის „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში აშშ-სა და ნატოს მოქმედებებს „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა რუსეთისთვის, რომელიც დამატებით საზღაო უფლებებზე აცხადებს პრეტენზიებს მას მერე, რაც ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს.

პუტინის 13 ნოემბრის განცხადებით კრემლი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მეორედ გამოეხმაურა შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნას და ვაშინგტონს დაძაბულობის ესკალაციაში დასდო ბრალი მაშინ, როცა აშშ ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის რისკების თაობაზე.

„აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები შავ ზღვაში დაუგეგმავ წვრთნას ატარებენ,“ თქვა პუტინმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლაში. „წვრთნაში არა მხოლოდ ძალიან მძლავრი საზღვაო ჯგუფი მონაწილეობს, არამედ ავიაციაც, მათ შორის სტრატეგიული ავიაცია. ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის.“

არ არის ნათელი, რომელი წვრთნა იგულისხმა პუტინმა, თუმცა ნატომ უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში ფართო მასტშაბის სამხედრო სწავლებები ჩაატარა შავ ზღვაში.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ კვირაში განგაში ატეხეს რუსეთის მოქმედებებზე უკრაინის საზღვართან, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ შვიდწლიანი კონფლიქტის განმავლობაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, უკრაინასთან დაკავშირებით არ დაუშვას კიდევ ერთი „სერიოზული შეცდომა“. ვაშინგტონი შეეცადა ინფორმაციის მოპოვებას რუსეთის ჯარების მოძრაობის შესახებ უკრაინის საზღვართან, რასაც პენტაგონმა უწოდა „უჩვეულო თავისი ზომითა და გაქანებით“.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 12 ნოემბერს დაადასტურეს ეს შიშები და განაცხადეს, რომ ისინი ვითარებას თვალყურს ადევნებენ ამერიკელ და ბრიტანელ მოკავშირეებთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG