Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 62 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 11 600-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 51 440 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 085 შემთხვევა. 4 428-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

როგორც წესი, სამშაბათობით გაზრდილ ახალ შემთხვევებს უკავშირებენ უქმე დღეების შემდეგ, ორშაბათობით მომატებულ ტესტირებას, რომლის შედეგებიც მეორე დღეს ქვეყნდება. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, უქმე დღეს, კვირას ჩატარებული 22 012 ტესტირებიდან დადებითი იყო 1 851 პასუხი.

23 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.89%;
  • ბოლო 7 დღის - 8.97%;
  • ბოლო 14 დღის - 9.11%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 819 182 შემთხვევა. მათგან 759 657 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 11 615 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG