Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში შევიდნენ ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები


მარიამ ჯიშკარიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ფსიქიატრი მარიამ ჯიშკარიანი და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი.

„ცენტრი „ემპათია“ უკვე დიდი ხანია ჩართულია [მიხეილ სააკაშვილის] სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა და გაცემულია უკვე ორი დასკვნა. ეს მულტიდისციპლინურ ჯგუფში ჩართულია სხვადასხვა სპეციალობის 8 ექიმი. ექსპერტიზა ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ასევე დოკუმენტაციის მონიტორინგს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კლინიკაში შესვლის წინ.

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჯერ კიდევ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ მის პაციენტს სურდა მარიამ ჯიშკარიანთან შეხვედრა და ასევე აღნიშნა, რომ საჭირო იყო ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმების კონსილიუმის ჯგუფში.

იმავე დღეს ყიფშიძემ გაიმეორა თავისი ინიციატივა მესამე პრეზიდენტისთვის თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ და პოსტტრავმული სინდრომიც ახსენა.

22 ნოემბერს, მარიამ ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ელოდებოდა კლინიკაში შესვლის ნებართვას პენიტენციური სამსახურისგან.

ასევე ჯიშკარიანმა 22 ნოემბერს გვითხრა, რომ „პოსტტრავმული სინდრომი“ სტრესზე მომუშავე ფსიქიატრების სამართავი პრობლემაა, თავდაპირველად ეს ვერსია ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ მან ახსენა და „დიაგნოსტიკა ჯერჯერობით არ ჩატარებულა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG