Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკო გომურმა დავა დაიწყო შსს-ს წინააღმდეგ


მაკო გომური
მაკო გომური

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, 2 დეკემბერს, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულმა მაკო გომურმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. ის მოითხოვს სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას.

განცხადების თანახმად, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაკო გომურს მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.

მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. ორგანიზაციას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი. სხვა დაზარალებულების სახელითაც უახლოეს მომავალში იგეგმება სასამართლოში სარჩელების წარდგენა.

XS
SM
MD
LG