Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება


გურჯაანის საბავშვო ბაღის კედელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში 6 დეკემბრიდან სააღმზრდელო პროცესის განახლება იგეგმებოდა, თუმცა ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯერჯერობით კვლავ დახურული დარჩება.

მიზეზად რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სახელდება.

ყოველდღიურად კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 200-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. სრული დატვირთვით მუშაობენ კოვიდ-კლინიკებიც.

გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, ბაღები, სავარაუდოდ, 2022 წლის 15 იანვრიდან გაიხსნება.

"შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შედეგად, მოგვეცა რეკომენდაცია, რომ საბავშვო ბაღების გახსნა უფრო მეტად დაამძიმებდა ისედაც რთულ ეპიდსიტუაციას. ამის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება. გაერთიანება სასურსათო კალათებისა და საახალწლო პაკეტების შეძენაზე მუშაობს, რომლებსაც 20 დეკემბრის შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები ბინაზე მიიღებენ".

გურჯაანის გარდა ცალკეული ბაღები და სკოლები დახურულია კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, ისევე როგორც მთლიანად, საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG