Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ყიფშიძე: "პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია"


მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

"სტაბილურად ცუდია", - ასე შეაფასა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. იგი მასთან გორის ჰოსპიტალში გუშინაც იმყოფებოდა და ექიმის შეფასებით, ვითარება გაუმჯობესებული არ არის.

"გრძელდება საერთო სისუსტე, სიარულის პრობლემები აქვს, დაემატა კუჭ-ნაწლავის პობლემები ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარდა და ნეიროდეფიციტი.

ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან, შესაძლოა, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატები. საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დღეს პირადი ექიმის გარდა, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა სახალხო დამცველმა და მასთან ერთად 8 ექიმისგან შემდგარმა საექსპერტო ჯგუფმა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლის პროცესში დღეს ჩაერთო ფსიქიატრიც, რომელმაც განაცხადა, რომ დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტები თერაპიულ დოზებს არ სცილდება.

სააკაშვილის პირადი ექიმის აზრით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პოსტტრამვული სინდრომის და შიმშილობის ფონზე, თერაპიული დოზა მაინც მაღალი იყო.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მან შიმშილობა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო, მაშინ როცა სააკაშვილი დააკავეს. მან 50 დღიანი შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

გამოწვეულია თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები ხანგრძლივი შიმშილობით ნიკოლოზ ყიფშიძისთვისაც უცნობია და ექიმების მულტიპროფილური ჯგუფის დასკვნას ელოდება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG