Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ხარვეზების გამო თავიდან ჩატარდება


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის წილისყრა თავიდან ჩატარდება. დღეს, 13 დეკემბერს, გამართულ წილისყრაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს შემორჩენილი თექვსმეტი კლუბი თავიდან დაწყვილდება.

პირველი შეცდომა, რაც უეფამ დაუშვა, იყო ის, რომ „ვილიარეალის“ მეტოქედ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამოიღეს. ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ და ამჯერად აღარ უნდა დაწყვილებულიყვნენ. ასევე, „ატლეტიკოს“ მეტოქის შერჩევისას, კალათაში არ იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“. არადა, ეს გუნდი მადრიდელთა ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ითვლებოდა.

განმეორებითი წილისყრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG