Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წელს თბილისს ახალი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები დაემატება


თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მომავალი 2022 წლიდან თბილისში დამატებით ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა იმ გეგმებზე, რომლებიც მომავალ წელს მერიას აქვს.

"2022 წელს ვამთავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსები და უკვე მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, რომ 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი შევიძინოთ, თუმცა ამ ეტაპზე ამ შესყიდვით, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდება.

წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე, ე.წ. მარშრუტკები მთლიანად შემოყვანილი იქნება და მომავალი წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლებული იქნება. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება განახლებული და მოწესრიგებული", - თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემდეგ დაიწყო. მისი წინამორბედის, დავით ნარმანიას მერობის დროს დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე ავტობუსი შეიცვალა.

XS
SM
MD
LG