Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი


ძალოსნობაში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი მძიმეწონოსანი (+109 კგ) მამაკაცების კონკურენციით და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიო ძალოსნობის ქართველმა სუპერვარსკვლავმა ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ სომეხ ვარაზდატ ლალაიანს 35 კილოგრამით აჯობა.

პირველ მოძრაობაში ტალახაძემ ჯერ 210 და 218 კილოგრამები აიტაცა, მესამე ცდაზე კი 225 შეუკვეთა და თავის მიერვე ტოკიოს ოლიმპიადაზე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

მეორე მოძრაობა - აკვრა ქართველმა გოლიათმა მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდით - 267 კილოგრამით დაასრულა. ასევე მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა ორჭიდის ჯამში - 492 კილოგრამით.

28 წლის ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოსა და ევროპის ხუთ-ხუთგზის ჩემპიონია!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG