Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აშშ-სგან 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავიაციის შეძენაზე


ისრაელის არმიის სამხედრო ვერტმფრენი CH-53K.
ისრაელის არმიის სამხედრო ვერტმფრენი CH-53K.

ისრაელმა აშშ-ს სახელმწიფოსთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 31 დეკემბერს.

გარიგება, რომელსაც წინა დღეს მიაღწიეს, ითვალისწინებს 12 ვერტმფრენი Ch-53K-ისა და საწვავით უზრუნველყოფის ორი თვითმფრინავის, Boeing KC-46-ის შესყიდვას. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ასევე დამატებით ექვსი ვერტმფრენის შეძენის შესაძლებლობა.

ვერტმფრენების მიწოდება 2026 წლისთვის დაიწყება, თვითმფრინავებისა კი 2025-შია მოსალოდნელი.

როგორც ისრაელის ბრიგადის გენერალმა შიმონ ცენციპერმა განუცხადა ისრაელის არმიის რადიოს, მისი ქვეყანა იმედოვნებს, რომ საბოლოოდ ოთხი Boeing KC-46-ის შეძენას შეძლებს.

ისრაელის მედია გამოთქვამს ვარაუდებს, რომ საწვავით უზრუნველყოფის თვითმფრინავებმა შესაძლოა საკვანძო როლი ითამაშონ შორი მანძილის ოპერაციებში ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ.

წარსულში ისრაელი დაიმუქრა, რომ დარტყმებს განახორციელებს ასეთი ობიექტების წინააღმდეგ, თუკი ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG