წასული ბიძინა, ვაკელი ურნები, მელიაზე ნადირობა, წულუკიანის მეთევზე და სხვ. - როგორი იყო ი_ლუსტრირებული 2021 წელი.
როგორი იყო ი_ლუსტრირებული 2021 წელი

1
კვირის #ი_ლუსტრაცია: წავიდა?!
2021 წელი პირველ დღეებს ითვლიდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის „საბოლოო გადაწყვეტილება“ მიიღო. „საბოლოო“ იმიტომ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წელსაც წავიდა. 2021 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ბიძინა ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ, პოლიტიკიდან „პირველი წასვლისაგან“ განსხვავებით, „საბოლოო წასვლის“ შემდეგ მმართველ პარტიასთან კომუნიკაცია აღარ ექნებოდა: „აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის… არ დამირეკავენ, არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა.“ ივანიშვილის ეს დაპირება ბევრმა არ დაიჯერა. და მართლაც, რამდენიმე თვეში ბიძინა ივანიშვილი მორიგი ღია წერილით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

2
კვირის #ი_ლუსტრაცია: სმარტი და ცოტა მოძველბიჭო ვაკელი ურნები
ვიდრე პოლიტიკური პროცესები უკიდურესად დაიძაბებოდა (გადადგებოდა პრემიერ-მინისტრი გახარია და მის ადგილზე დაბრუნდებოდა ექს-პრემიერი ღარიბაშვილი), თბილისელებმა ბევრი იხალისეს რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ. „ჭკვიანი ურნების“ გამოჩენით.
"ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნებია. ასე ვთქვათ, აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს“, - ასე განმარტეს ურნების „სიჭკვიანე“ დედაქალაქის მერიაში, რომელსაც თითო ურნა 31 ათასი ლარი, ხოლო მთელი გამზირის აღჭურვა 3 მლნ ლარი დაუჯდა.

3
კვირის #ი_ლუსტრაცია: მელიებზე ნადირობის სეზონი გადაიდო?
18 თებერვალს გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ ტოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ამის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომით გადაიდო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაც, თუმცა გახარია მალევე შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის გადაწყვეტილებითაც 23 თებერვალს პარტიის ოფისში „გამაგრებული“ მელია დააპატიმრა სპეცრაზმმა.

4
კვირის #ი_ლუსტრაცია: ფიროსმანის "მეთევზე" კულტურის კოდექსის მიღების შემდეგ?
24 მარტს, კულტურის მინისტრად დანიშვნიდან 5 დღის შემდეგ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო იწყებს კულტურის კოდექსზე მუშაობას და, რომ ამ მნიშვნელვან საქმეს აბარებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს ყოფილ უფროსს, იოსებ ბაღათურიას. თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ „მმართველი პარტია“ აპირებს კულტურის სფეროში თავისი პარტიული ინტერესების გატარებას.

5
კვირის #ი_ლუსტრაცია: მხოლოდ კვერცხისთვის არის სულ ერთი - ტორტში თუ სახეში!
ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა, რომელიც აქტიურადაა ჩართული რუსულ სახელმწიფო პროპაგანდაში, გადაწყვიტა თავისი 87-ე დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა, რისთვისაც 1 აპრილს მეგობრებთან ერთად ეწვია თბილისს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა და
მისი თანხმლები, 32 კაციანი ჯგუფის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევა შეძახილებითა და კვერცხების სროლით გააპროტესტეს. რუსი ჟურნალისტი იძულებული გახდა იმავე ღამეს დაეტოვებინა საქართველო.

6
კვირის #ი_ლუსტრაცია: თბილისის მერმა ვაშლიჯვრის ნაპრალი შეაპაჩინკა
თბილისში დიდი შეშფოთება გამოიწვია ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილმა 19 მეტრის სიღრმის ნაპრალმა და დაძრულმა მიწის უზარმაზარმა მასამ, რის გემოც გეოლოგები შენიშნავდნენ, რომ ადგილის სეისმური არამდგრადობის გამო დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, თუმცა სულ მალე „პრობლემა გადაიჭრა“ ნაპრალის გასწვრივ გაკეთებულ ჭაბურღილებში ცემენტის ხსნარის ჩასხმითა და ნაპრალში წებოვანი თიხის ჩაყრით, რაზეც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ფეისბუკ ლაივის მეშვეობით ილაპარაკა.

7
კვირის #ი_ლუსტრაცია: როგორი იქნებოდა სნუპდოგური განდაგანა
ლეგენდარულმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა აჭარული ცეკვის ვიდეო, რომელსაც ფონად Mr. Fingers-ის Mystery Of Love ადევს.
„მე დაბოლილი ჩემს მეგობრებთან ერთად 2075 წელს, როდესაც ყველანი ბაბუები ვართ“, – აწერია სნუპ დოგის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელსაც ჯამში 14 მლნ ნახვა აქვს და მათ შორის, ალბათ, უმეტესობა საქართველოდან.

8
კვირის #ი_ლუსტრაცია: ლიბ-ერი... ერი... ერიჰაა...
6 მაისს ულტრანაციონალისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ გამოაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას და ამ მიზნით აფუძნებს ორგანიზაცია „ერი“-ს - „ერთობა, რაობა, იმედი". პოლიტიკოსი ლევან ვასაძე მალევე მოსკოვში შეხვდა ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელს, ულტრანაციონალისტ იდეოლოგსა და პუტინის მეხოტბე ალექსანდრ დუგინს. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლევან ვასაძემ აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

9
კვირის #ი_ლუსტრაცია: ღირსების ბრძოლა
“თბილისი პრაიდი”, რომელიც 1-5 ივლისს გაიმართა, გამორჩეული იყო ძალადობის არნახული მასშტაბით. აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სხვა და სხვასახის ფიზიკური ზიანი მიაყენეს 55 ადამიანს. დაშავებულთა შორის იყვნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე. 5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. აიღეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

10
კვირის #ი_ლუსტრაცია: "...ანულირებულია!"
28 ივლისს ირაკლი კობახიძემ და მმართველი პარტიის სხვა ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით მიღწეული შეთანხმება, რაზეც ევროკავშირის, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მრავალი თვის განმავლობაში მუშაობდნენ, ანულირებულია. „ამ ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.