Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაასაჩივრა ავსტრალიის მთავრობის მიერ მისთვის ვიზის გაუქმება


ნოვაკ ჯოკოვიჩი

ვაჟთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაასაჩივრა ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება მისთვის ვიზის გაუქმების თაობაზე. ჯოკოვიჩის თქმით, მას COVID-19 აქვს გადატანილი ერთი თვის წინ და ამიტომ მასზე არ უნდა ვრცელდებოდეს ქვეყანაში მოქმედი ვაქცინაციის წესები.

სერბი სპორტსმენის ადვოკატებმა 8 იანვარს 35-გვერდიანი დოკუმენტი შეიტანეს სასამართლოში და მოითხოვეს, რომ ვიზაზე უარი გაუქმდეს, რაც ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობისა და ჩემპიონის ტიტულის დაცვის საშუალებას მისცემდა. საჩივრის განხილვა 10 იანვარს არის მოსალოდნელი.

ჯოკოვიჩის შემთხვევაზე აზრთა სხვადასხვაობაა მიმდინარე წლის პირველი გრანდ სლემის ტურნირის წინ. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ ასევე გაუუქმეს ვიზა ჩეხ ჩოგბურთელ ქალს, რენატა ვორაჩოვას, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ჩოგბურთის მესვეურებისგან უფლება ჰქონდა მიღებული, გვერდი აევლოს ქვეყანაში მოქმედი ვაქცინაციის წესებისთვის.

ავსტრალიის მთავრობამ გამოაქვეყნა ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც წერდა, რომ COVID-19-ის გადატანა აუცილებლად არ არის ვაქცინაციის წესებიდან გამონაკლისის დაშვების საფუძველი.

ვორაჩოვა და ჯოკოვიჩი, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ აცრის მოწინააღმდეგეა, მელბურნის საიმიგრაციო ცენტრში არიან დაკავებული. ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 17 იანვარს იწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG