Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა განახლდა


თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა განახლდა.

აბონემენტები 10 იანვრის დილიდან მეტრო სადგურებში გაიცემა. გარდა ამისა, დაწყებულია საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალების მომარაგებაც, სადაც ბარათების აღება შესაძლებელი იქნება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში.

ახალი ბარათების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო და მასზე არასწორად ეწერა სიტყვა „საბაგირო“ („საბაგარო“), რის გამოც, მათი გაცემა შეწყდა ერთი დღით, 9 იანვარს.

1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG