რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ არაფერს ნანობს და თავის მომხრეებს მოუწოდებს არ შეეშინდეთ, ერთი წლის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა ის გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას დააპატიმრეს. გერმანიაში ნავალნი მკურნალობის კურსს გადიოდა მძიმე მოწამვლის შემდეგ.
"მე დავდექი იმ პატიოსანი ხალხის მხარეს, რომლებსაც არ სურთ, ან არ შეუძლიათ ისევ შეშინებული იყვნენ. მე ეს გავაკეთე, ამას ერთი წამითაც არ ვნანობ, და კვლავაც ასე გავაგრძელებ" - წერს ინსტაგრამზე 17 იანვარს ნავალნი, რომელიც სასჯელს იხდის ბევრის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ გაფლანგვის საქმის საფუძველზე.
"ციხეში ჩემი პირველი წლის გატარების შემდეგ, ყველას მინდა ვუთხრა იგივე, რასაც ვყვიროდი სასამართლოსთან შეკრებილი ხალხის წინაშე, როცა პოლიციელების მიკროავტობუსისკენ მივყავდით: არაფრის არ შეგეშინდეთ" - წერს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი. "ეს ჩვენი ქვეყანაა, და სხვა არ გვაქვს", დასძენს ნავალნი, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პატიმრის უნიფორმა აცვია და ცოლთან ერთად არის გადაღებული.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეიშენალმა ნავალნის პატიმრობის წლისთავი აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი და მსოფლიოს ხალხებისადმი მოწოდებით შეუერთდნენ ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნას და დასრულდეს "რეპრესიების და შურისძიების უპრეცედენტო კამპანია" ნავალნის მომხრეთა მიმართ.
დაწერეთ კომენტარი