Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომის“ მუქარის გამო მოლდოვაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მუქარა, რომ იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო მოლდოვას შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება.
საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო მდგომარეობის შემოღების ინიციატივით 19 იანვარს მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, ნატალია გავრილიცას, მთავრობამ მიმართა.

მანამდე „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება უკვე 20 იანვარს გაეთიშოს გაზი. საგანგებო ვითარების რეჟიმი მთავრობას საშუალებას მისცემს ოპერატიულად გამოყოს სახსრები 25 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ოქტომბერში მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც ქვეყანას დაუსრულდა „გაზპრომთან“ კონტრაქტი. ნოემბერში კონტრაქტი გააგრძელეს, მაგრამ კიშინიოვისთვის გაზის ფასი გაიზარდა. კონტრაქტის გაგრძელების წინ ერთ-ერთი მთავარი უთანხმოება იყო მონოპოლისტის მიმართ ქვეყნის ვალის შეფასება. რუსეთის შეფასებით, ის 700 მილიონ დოლარს შეადგენს. მხარეები ამ თანხის აუდიტზე

XS
SM
MD
LG