Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის თქმით, კიევში დასავლეთის საელჩოებიდან პერსონალის ევაკუაცია ნაადრევია


უკრაინის და ევროკავშირის დროშები
უკრაინის და ევროკავშირის დროშები

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ კიევში მათი საელჩოების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ნაწილი უკრაინას დატოვებს რუსეთის მოსალოდნელი ინტერვენციის საფრთხის გამო, ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ ახლავე არ მიმართავს ამავე ზომებს.

24 იანვარს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ არის საჭირო ვითარების „დრამატიზება“ მანამდე, სანამ რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

23 იანვარს, გვიან საღამოს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა განკარგულება, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო უკრაინას დატოვებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები. უკრაინის დატოვება ნებაყოფლობით შეუძლიათ საელჩოს დაქირავებულ თანამშრომლებსაც. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ სხვა ამერიკელებს ურჩევენ, იფიქრონ კომერციული ავიარეისებით ქვეყნის დატოვებაზე. მსგავსი განკარგულება გასცა დიდმა ბრიტანეთმაც.

უკრაინამ აშშ-ის გადაწყვეტილებას „ნაადრევი“ უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ თავის განცხადებაში თქვა, რომ აუცილებელია „სიმშვიდის შენარჩუნება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG