რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებმა და ავიაციამ ბრძოლისთვის მზადყოფნის გეგმური შემოწმება დაასრულეს და ბაზირების ადგილებზე ბრუნდებიან. სამხედრო ოლქის მეთაურმა განაცხადა, რომ ყველა ამოცანა, რომელიც სამხედროთა წინაშე იდგა, შესრულებულია.
კავშირის, საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ქვედანაყოფები თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდებიან. საკუთარ აეროდრომებზე დაბრუნდა სამხედრო ოლქის ავიაციაც.
შემოწმება, რომელიც რუსეთსა და ნატოს შორის კრიზისული ურთიერთობის პერიოდში დაიწყო, სამხედრო ოლქების ოფიციალურ შეტყობინებებში მოიხსენიება, როგორც „გეგმური“, აღნიშნავს „ინტერფაქსი“.
შემოწმებისას შეიარაღებული ძალების წვრთნაში მონაწილეობდა პირველი სატანკო არმიის ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, ასევე ასი ერთეული სამხედრო ტექნიკა. ივანოვოს ოლქში Iskander-M-ის სარაკეტო კომპლექსებმა გაანადგურეს პირობითი მოწინააღმდეგის საველე აეროდრომი. გარდა ამისა, ამუშავებდნენ სარაკეტო-საავიაციო დარტყმიდან გამანადგურებლები Su-35S-ების, Su-30SM-ებისა და ბომბდამშენები Su-34-ების გამოყვანას.
დაწერეთ კომენტარი