Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორის ყვითელაშვილმა მეხუთე ადგილით დაასრულა ოლიმპიური თამაშების მოკლე პროგრამა


პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური შეჯიბრება დაიწყო და უკვე გაირკვა, მამაკაცთა შორის, ფინალურ ეტაპზე გადასული ოცდაოთხი სპორტსმენის ვინაობა. ოცდაათ კონკურსანტს შორის, შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი მორის ყვითელაშვილიც ჩაება და მოკლე პროგრამა საამაყო შედეგით დაასრულა - პირადი რეკორდით - 97,98 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ლიდერია ამერიკელი ნათან ჩენია, 113,97 ქულით.

მამაკაცებში მედლები 10 თებერვალს გათამაშდება. თავისუფალ პროგრამაში მორის ყვითელაშვილი უძლიერეს ექვსეულში გამოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG