Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანიშნებლის მქონე ტაქსის BUSLANE-ზე მგზავრის ჩასმა შეეძლება


თბილისში მოძრავ A კატეგორიის ტაქსებს შეეძლებათ მგზავრი ჩამოსვან ან აიყვანონ საავტობუსო ზოლში გაჩერებით. თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

"ზაფხულისთვის ვიქნებით მზად ამ რეფორმის შემდეგი ეტაპი განვახორციელოთ. ვიცე-მერს მინდა დავავალო, რომ შესაძლებელი იყოს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, ეს არის თეთრი ტაქსები შესაბამისი მანიშნებლით, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა საავტობუსო ზოლებში მგზავრის ჩამოსმის და აყვანის ისე, რომ არ დაჯარიმდნენ", - თქვა კალაძემ.

თბილისში მოძრავი ტაქსისთვის სავალდებულოა სპეციალური ლიცენზიის აღება. A კატეგორიის ლიცენზიას იღებენ ის მძღოლები, რომელთაც ჰყავთ თეთრი ფერის მანქანა და დამაგრებული აქვთ სპეციალური მანათობელი, B კატეგორიის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ფერის მანქანით - მათ მანათობლის დაყენება და ქუჩაში მგზავრის აყვანა არ შეუძლიათ.

დღეს საავტობუსო ზოლში მანქანის გაჩერებისთვის პოლიციას მძღოლის დაჯარიმება შეუძლია.

XS
SM
MD
LG