84 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი ილია დათუნაშვილი.
ილია დათუნაშვილი იყო 1964 წელს ტაშკენტში გამართული ისტორიული თამაშის მონაწილე და ორი გოლის ავტორი. „დინამომ“ ეგრეთ წოდებულ „ოქროს მატჩში“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა მოსკოვის „ტორპედო“ და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
ილია დათუნაშვილი დაიბადა 1937 წელს, ბათუმში. საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1954 წელს, ლანჩხუთის „კოლმეურნეში“. 1957-58 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, 1959-68 წლებში კი - თბილისის „დინამოში“.
1966 წელს, ერევნის „არარატთან" შეხვედრაში, ილია დათუნაშვილმა გაიმეორა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დაამყარა ევგენი შელაგინმა - გაიტანა ხუთი გოლი ერთ მატჩში. ქართველმა ფეხბურთელმა ეს შეძლო ოცდაშვიდ წუთში.
2014 წელს ილია დათუნაშვილს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.
დაწერეთ კომენტარი