ორი ესპანური მრავალფუნქციური გამანადგურებელი (Eurofighter), რომლებიც ნატოს მისიით ბულგარეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, 17 თებერვლის განგაშზე ჰაერში აიჭრნენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ბულგარულ გამოცემა „24 საათზე“ დაყრდნობით იუწყება.
ამ ცნობებით, თვითმფრინავები ავიაბაზა „გრაფ-იგნატევოდან“ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო აფრინდნენ, მაგრამ ბულგარეთის არმიის კუთვნილმა „მიგ-29“-ებმა ნისლის გამო ვერ შეძლეს ჰაერში ასვლა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასწრაფო რეაგირების მიზეზი გახდა უცხოური თვითმფრინავები, რომლებიც შავი ზღვის აღმოსავლეთ ზონაში კურსირებდნენ, მაგრამ ესპანელმა მფრინავებმა ვერ მოახერხეს მათი იდენტიფიცირება, რადგან დამრღვევებმა სწრაფად დატოვეს საჰაერო სივრცე.
გასულ კვირაში ესპანეთმა ბულგარეთში 4 გამანადგურებელი თვითმფრინავი გაგზავნა. ესპანური თვითმფრინავები ბულგარელ მფრინავებთან ერთად ასრულებენ ჰაერში მორიგეობის, ვიზუალური დაზვერვის, თანხლებისა და გადატაცების ამოცანებს.
შავი ზღვის თავზე საფრთხის გამო ბულგარეთში დისლოცირებული ესპანეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები ჰაერში აიჭრნენ
ყველაზე პოპულარული
1