Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვამ „სპუტნიკს“ საიტი დაუბლოკა და რადიომაუწყებლობა აუკრძალა


მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 26 თებერვალს დაბლოკა ორი ონლაინსაშუალება, რომლებიც „სიძულვილსა და ომს აჩაღებდნენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. პორტალები www.sputnik.md და www.gagauznews.md დაიბლოკება, - ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სპუტნიკი” რუსეთის მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

„სპუტნიკ-მოლდოვის“ ცნობით, მათი საიტი 26 თებერვლიდან გაითიშა, რადიომაუწყებლობა კი 7 მარტიდან შეწყდება.

ამასთან, 26 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და მასთან ერთად მოლდოვასა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა. „დავადასტურე, რომ მოლდოვა მზადაა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს უკრაინის მოქალაქეებს“, - განაცხადა მაია სანდუმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG