Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი უკრაინაში რუსეთის და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის შესახებ


უკრაინის პარლამენტმა, „ვერხოვნა რადამ“, მიიღო კანონი, რომლის ძალით იძულებით ჩამოერთმევათ საკუთრების ქონის უფლება რუსეთს და მის მოქალაქეებს ამ ქვეყანაში.

დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის იურიდიული პირების საკუთრების და ფინანსების ნაციონალიზაციას. ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭო მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად.

„რადამ“ ასევე მოიწონა „აგრესორი ქვეყნის“ სასარგებლო პროპაგანდის გავრცელების, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის და მაროდიორობის გამო პასუხისმგებლობის გამკაცრების კანონში შესწორებები.

გადაწყვეტილებები მიღებულია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალით შეჭრის ფონზე. 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით დაიწყო რუსეთის სამხედრო აგრესია, იბომბება უკრაინის ქალაქები, კიევის ჩათვლით. არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG