Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას გააგრძელებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სააგენტო AFP-ის თანახმად, განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრა შეაჩეროს, კიევის თხოვნის ფონზე დასავლეთის მიმართ, გაუწიონ სამხედრო დახმარება. ამ დროს დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის გარშემო მოსალაპარაკებლად.

უკრაინაში აგრესიის მეორე კვირაში პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისას აცხადებს, რომ „რუსეთი აპირებს გააგრძელოს უკომპრომისო ბრძოლა ნაციონალისტური შეიარაღებული დაჯგუფებების“ წინააღმდეგ, იტყობინება სააგენტო კრემლზე დაყრდნობით.

უშიშროების საბჭოს სხდომის გახსნის წინ პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის წინსვლა „გეგმის თანახმად“ მიმდინარეობს. პუტინმა, რომელმაც გაიმეორე თავისი შეხედულება, რომ „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია“, თქვა, რომ ამ თვალსაზრისს არასოდეს შეიცვლის. „ომი გვაქვს ნეონაცისტებთან“, განაცხადა მოსკოვში პუტინმა.

XS
SM
MD
LG