Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"Эхо Москвы"-ს სიხშირეზე რუსეთის მთავრობის დაფინანსებული "Sputnik"-ი ჩაირთვება


"ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი
"ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი

უკრაინაში ომის დროს დაწესებული ცენზურის გამო, დახურული რადიოსადგურის, "Эхо Москвы" -ს სიხშირეზე "RT"-ს ( RUSSIA TODAY) ჰოლდინგში შემავალი, რუსეთის მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი რადიოსადგური "Sputnik"-ი ჩაირთვება. ინფორმაცია "RT"-ს ტელეგრამ-არხში გაავრცელეს.

პირველი ეთერი 9 მარტს იგეგმება და მსმენელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვასთან, სახელმწიფო დუმის დეპუტატ ანატოლი ვასერმანთან და კრემლის პროპაგანდისტ ბლოგერებთან, გერმან კლიმენკოსა და დმიტრი პუშკოვთან ინტერვიუებს მოასმენინებენ.

რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ვებგვერდი და მაუწყებლობა, რომელიც ტრადიციულად პირველ ადგილს იკავებდა მოსკოვის საინფორმაციო რადიომაუწყებლობის რეიტინგებში, "როსკომნადზორმა" მარტის დასაწყისში დაბლოკა. ამის მიზეზი გახდა რედაქციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გაშუქება. რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ მას "სპეციალური ოპერაცია" ეწოდოს, ინფორმაციისთვის კი მედიამ მხოლოდ რუსეთის ოფიციალური სამთავრობო წყაროები გამოიყენოს.

ამის შემდეგ რადიოსადგურის მთავარმა აქციონერმა, „გაზპრომ-მედია“-მ სადგურის დახურვა გადაწყვიტა. "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა პირობა დადო, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში.

„ეხო მოსკვი“ ეთერში პირველად გავიდა 1990 წლის 22 აგვისტოს. არსებობის განმავლობაში რადიოსადგური ეთერიდან ერთადერთხელ გათიშეს, 1991 წელს მომხდარი პუტჩის დროს. 2020 წლის მონაცემებით, რადიოსადგურის აქციათა 66%-ს ფლობდა „გაზპრომ-მედია ჰოლდინგი“.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთში მოქმედი არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება გახდა იძულებული, შეეჩერებინა მუშაობა.

ამ დროისთვის ასე გამოიყურება რუსეთში დაბლოკილი მედიების სია:

  • "Настоящее Время";
  • "Крым.Реалии";
  • "New Times";
  • "Тайга.Инфо";
  • DOXA;
  • "Эхо Москвы";
  • "Дождь";
  • "Медуза";
  • Русская служба BBC;
  • Радио Свобода;
  • Голос Америки;
  • Deutsche Welle
  • томское агентство ТВ2;
  • "Интерфакс. Украина";
  • "Гордон";
  • "Корреспондент";
  • "Украинская правда";
  • ТСН;
  • "Сегодня";
  • "Укринформ";
  • Zaxid;
  • "Зеркало недели";
  • Сensor.net;
  • Vesti.ua;
  • Depo.ua;
  • Delo.ua.

მუშაობა შეაჩერეს მედიებმა:

  • "Дождь";
  • Znak.com;
  • DOXA.

მუშაობა შეწყვიტა:

  • томское агентство ТВ2.

დაბლოკვის მუქარა მიიღეს მედიებმა:

  • "Медиазона";
  • "Новая газета";
  • "Свободная Пресса";
  • Википедия;
  • "Журналист";
  • "Лениздат".

შეზღუდვით მუშაობს:

  • Facebook;
  • Twitter;
  • TikTok;
  • Instagram.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG