Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა


ზურაბ იაკობიშვილი
ზურაბ იაკობიშვილი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა 70 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში სომეხი არმან ანდრეასიანი დაამარცხა.

ათი წონითი კატეგორიიდან მედლები ჯერ ხუთში გათამაშდა, საქართველოს ნაკრების წევრები კი სამ წონაში მოხვდნენ საპრიზო სამეულში. ზურაბ იაკობიშვილის გარდა, კვარცხლბეკზე ავიდნენ ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ). ორივე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში წააგო და მეხუთე ადგილი დაიკავა.

30 მარტს ევროპირველობაზე მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება იმ წონით კატეგორიებში, რომლებშიც უკვე გაიმართა წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალშია გასული, გიორგი სულავა (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG