თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური ორმაგდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასური 150 ლარი ხდება, ხოლო სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.
აქამდე ევაკუაციის და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ფასი 60 ლარი იყო, სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარს შეადგენდა.