Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა და მოსკოვმა კვლავ გაცვალეს სამხედრო ტყვეები. უკრაინამ 86 ჯარისკაცი დაიბრუნა


ირინა ვერეშჩუკი
ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიეს ოლქში კვლავ გაცვალა სამხედრო ტყვეები. „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, ახლახან მოხდა ტყვეების გაცვლა. სახლში მოგვყავს 86 ჩვენი სამხედრო მოსამსახურე! მათ შორის - 15 ქალი“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროები უკვე იმყოფებიან უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მანამდე, 24 მარტს, რუსეთმა და უკრაინამ მიმდინარე საომარი მოქმედებების განმავლობაში პირველად გაცვალეს ტყვეები, ჯამში - 40 ადამიანი. თავდაპირველად 10 უკრაინელი სამხედრო ტყვე 10 რუს სამხედრო ტყვეში გაიცვალა. პარალელურად მოხდა სამოქალაქო პირების გაცვლაც. კერძოდ, ლაპარაკია სამაშველო გემ „საპფირის“ 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ზმეინის კუნძულზე დაატყვევეს. ისინი იმ 11 რუს მეზღვაურში გაიცვალნენ, რომლებიც ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან ამოიყვანეს. ვერეშჩუკმა მაშინ თქვა, რომ გაცვლის პირობებიდან გამომდინარე უკრაინაში გადარჩენილი გემიც დაბრუნდება და შემდეგ თურქეთის პორტში გაემგზავრება.

თავის მხრივ, უკრაინის მხარემ. 1 აპრილს ზაპოროჟიეში რუსეთის წარმომადგენლებს 86 სამხედრო ტყვე გადასცა.

XS
SM
MD
LG