აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში, რათა გამტკიცდეს ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ახალ პაკეტში შედის სარაკეტო სისტემები ლაზერული სამიზნით, უპილოტო საფრენი აპარატები და ჯავშანმანქანები, ღამის სათვალთვალო საშუალებები, ტყვია-წამალი, ასევე სამედიცინო პროდუქტები.
„ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს აშშ-ის ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში მოწინააღმდეგის მოგერიებისთვის „უკრაინის გმირული ძალისხმევის მხარდასაჭერად“, თქვა კირბიმ და დასძინა, რომ „აშშ თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას, რათა განსაზღვროს და გაუჩინოს უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები“.
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიის დაწყების შემდეგ აშშ-მა კიევს გამოუყო 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით.