Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოიწონა პატიმრობის შემოღება სსრკ-ისა და ნაცისტური გერმანიის შედარებისთვის


რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე წაკითხვით მოიწონა კანონპროექტი, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს სსრკ-ისა და ნაცისტური გერმანიის „საჯაროდ გაიგივებისთვის“. მედიაში ან სოციალურ ქსელში ამ თემაზე პუბლიკაციებისთვის ფიზიკურ პირებს 15 დღე-ღამემდე პატიმრობა ემუქრებათ, თანამდებობის პირებს - ოთხი ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა, იურიდიულ პირებს - 50 ათასი რუბლი ჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ვებსაიტზე.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ გაიგივებაში იგულისხმება შენიშვნები მსგავსების თაობაზე სსრკ-ის სამხედრო ხელმძღვანელობისა და სამხედრო მოსამსახურეების მიზნებს, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს და ნაცისტური გერმანიის მიზნებს, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს შორის. გარდა ამისა, კანონით იკრძალება „ნაცისტური გერმანიის განადგურებაში საბჭოთა ხალხის გადამწყვეტი როლისა და ევროპის ქვეყნების განთავისუფლებაში სსრკ-ის ჰუმანიტარული მისიის“ უარყოფა.

კანონის განმეორებით დარღვევისთვის მოქალაქეთათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ხუთი ათას რუბლამდე, თანამდებობის პირთათვის - 20 ათას რუბლამდე, ასევე დისკვალიფიკაცია ნახევარი წლიდან ერთ წლამდე. იურიდიული პირების მიერ კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 50-დან 100 ათას რუბლამდე ან მუშაობის შეჩერება 3 თვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG