Accessibility links

site logo site logo

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაშალეს ხერსონში გამართული აქცია


რუსულმა საოკუპაციო არმიამ დაშალა ხერსონში გამართული პროუკრაინული აქცია.

უკრაინის მოქალაქეების დაშლის შესახებ, რომლებიც კვირას ხერსონში, კინო-საკონცერტო დარბაზ „იუბილეინისთან“ შეიკრიბნენ, იტყობინებიან ხერსონის ოლქის საბჭოს დეპუტატები იური სობალევსკი და სერგეი ხლანი.

აქციის დაშლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული გამოცემა Суспільне.

გამოცემის ცნობით, რუსმა სამხედროებმა მოქალაქეების დასაშლელად, სავარაუდოდ, გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი. ისმოდა სროლის ხმა.

ცნობები დაშავებულთა და დაკავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ხერსონის მკვიდრებმა რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია. 21 მარტს გამართული მიტინგი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჰაერში სროლით დაშალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG