Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის ლიდერსა და პუტინს შორის "მძიმე" მოლაპარაკება ერთ საათში დასრულდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, კომბინირებული ფოტო.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, კომბინირებული ფოტო.

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ამბობს, რომ "პირდაპირი, ღია და მძიმე" მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის თაობაზე.

11 აპრილს შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ნეჰამერის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს არ იყო "მეგობრობის ვიზიტი". ნეჰამერი ამბობს, რომ მან შეხვედრაზე წამოჭრა "ომის მძიმე დანაშაულების საკითხი ბუჩაში და სხვა ადგილებზე და ხაზი გაუსვა ყველა დამნაშავის გასამართლების საჭიროებას".

ჟურნალისტებთან საუბრისას, ნეჰამერმა პუტინი აღწერა "ომის ლოგიკაში მასშტაბურად შეჭრილად". ავსტრიის კანცლერმა თქვა, რომ პესიმისტურად უყურებს მოლაპარაკების წარმატებას, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებას დრო სჭირდება, "ხოლო სამხედრო ლოგიკა ამბობს: 'ბევრი დრო არ დაკარგო და პირდაპირ ჩაები ბრძოლაში'".

საპირისპირო რეალობის მზარდი მტკიცებულების მიუხედავად, რუსეთი კვლავ უარყოფს სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებას უკრაინის წინააღმდეგ თავის ომში. ბოლო დღეებში გავრცელდა მძიმე სურათები, რომლებიც ასახავს დახოცილ სამოქალაქო პირებს კიევიდან ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბუჩაში, რომელიც რუსეთის ძალებს ჰქონდათ დაკავებული. უკრაინის წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ ბუჩაში რუსეთის ძალებმა 300-ზე მეტი ადამიანი დახოცეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობებს უწოდებს "ომის დანაშაულს" და "გენოციდს". მკვლელობების პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა კიდევ უფრო გაამკაცრეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.

XS
SM
MD
LG