გამთენიისას, ვარშავიდან თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი. ისინი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.
ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს დაიღუპნენ ხარკოვის მახლობლად, რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული საარტილერიო შეტევისას.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინაში დაიღუპა 6 ქართველი მებრძოლი. ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.