Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს დეტექტივი წყნეთში 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის


სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს წყნეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

განცხადების თანახმად, 18 აპრილს, წყნეთში, ლ. გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მეოთხე სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მივიდა პირის დასაკავებლად, დაკავებისას შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლა 30 წლის მამაკაცი.

მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მოსპობის მუხლით. დეტექტივი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

XS
SM
MD
LG