Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლში გარდაიცვალა ნაციზმს გადარჩენილი ქალი, რომელიც სარდაფში ემალებოდა რუსეთის ჯარებს


რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ადგილობრივი მაცხოვრებელი ვანდა ობიედკოვა, რომელიც ბავშვობაში ნაცისტურ ოკუპაციას გადაურჩა. ამის შესახებ აუშვიცის (ოსვენციმი) მემორიალური მუზეუმი იტყობინება.

„ათი წლის ასაკში ვანდა სემიონის ასული ობიედკოვა გერმანულ ოკუპაციას გადაურჩა მარიუპოლის სარდაფში დამალული. 81 წლის შემდეგ ის ამავე ქალაქის სარდაფში გარდაიცვალა, როცა რუსეთის ჯარებს ემალებოდა“, - იტყობინება მუზეუმი ტვიტერში.

მარტში რუსეთის ჯარების მიერ ხარკოვის დაბომბვისას დაიღუპა 96 წლის ბორის რომანჩენკო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა და გადარჩა.

XS
SM
MD
LG