Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბელგოროდის ოლქში სავარაუდოდ, საბრძოლო მასალების საწყობი იწვის


ხანძარი ბელგოროდის ნავთობის საცავში. 2022 წლის 1 აპრილი

წინასწარი ინფორმაციით, საბრძოლო მასალების საწყობი იწვის რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით იუწყება, რომ დაახლოებით 3:35 საათზე გააღვიძა აფეთქების მსგავსმა ხმამ და სანამ შეტყობინებას წერდა, კიდევ სამი აფეთქება მოხდა.

გლადკოვის თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან იწვის საბრძოლო მასალების საწყობი. გუბერნატორის ცნობით, საცხოვრებელი სახლები დანგრეული არ არის და არავინ დაშავებულა.

1 აპრილს, ბელგოროდში ხანძარი გაუჩნდა კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის საცავს. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ობიექტზე შეტევა განახორციელეს უკრაინულმა ვერტმფრენებმა. 25 აპრილს, რუსულმა მხარემ უკრაინა დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქის ორი სოფლის დაცხრილვაშიც. უკრაინის ხელისუფლება ამას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG