Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელის შეხვედრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი.

ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას", - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე და მის მძიმე შედეგებზეც.

ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზეც მოუსმენენ. რამდენიმე დღის წინ ამავე კომიტეტში საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის მოსუმინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG