Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტნიორისგან მიღებული ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკრაინაში უკვე ასრულებს საბრძოლო ამოცანებს


უკრაინის სარდლობის ცნობით, ს-300-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა "სამხრეთის" დაჯგუფების საბრძოლო პოტენციალი
უკრაინის სარდლობის ცნობით, ს-300-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა "სამხრეთის" დაჯგუფების საბრძოლო პოტენციალი

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნისგან უკვე მიიღეს შეიარაღებაში ს-300 (სსკ) ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა უკრაინის სამხრეთი მიმართულების საჰაეროს თავდაცვა - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება "სამხრეთის" სარდლობის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

"სსკ ს-300 ეფექტურად ასრულებს თავის საქმეს რუსი ოკუპანტების მრავალი ობიექტის წინააღმდეგ და შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კილომეტრის დისტანციაზე. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მანძილზე იმყოფება სამიზნე - 10 მეტზე თუ 27 კილომეტრზე. აღნიშნული კომპლექსი უკვე ასრულებს საბრძოლო დავალებას. ეს დასაწყისია, გაგრძელება იქნება", - ნათქვამია უკრაინის არმიის "სამხრეთის" სარდლობის განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური აქვეყნებს.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი უკრაინას დონაციის ფორმით გადასცემს საბჭოთა პერიოდის S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ეს განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა, ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად კიევში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ გააკეთა.

მანამდე, მარტში, ნატოელმა მოკავშირეებმა, გერმანიამ და ჰოლანდიამ სლოვაკეთს გაუგზავნეს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის სამი ელემენტი, რომლებიც, ბრატისლავის თქმით, დაემატებოდა, მაგრამ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებდა S-300-ს. ბრატისლავა აცხადებდა, რომ მზად იყო დაეთმო S-300-ის სისტემა იმ პირობით, თუკი მის სრულ შემცვლელს მიიღებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG