Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ნოვაია- კახოვკის საკრებულოს დეპუტატი გაიტაცეს


ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს ქალაქ ნოვაია-კახოვკის საკრებულოს დეპუტატი იგორ პროტოკოვილო. ხერსონის ოლქი, რომელშიც შედის ნოვაია-კახოვკა, ამჟამად რუსი სამხედროების მიერ არის ოკუპირებული.

1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 1989 წელს დაბადებული დეპუტატი 19 აპრილს, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფლის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კახოვკის თვითმმართველობა საუბრობს რუსი სამხედროების მიერ გატაცების სხვა ფაქტებზეც. მათი ცნობით, 30 აპრილს რუსმა ჯარისკაცებმა ასევე საკუთარი სახლიდან წაიყვანეს მასწავლებელი ვიქტორ პენდალჩუკი.

17 აპრილს უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ რუსეთს ხერსონის ოლქში ფსევდო რეფერენდუმის ჩატარება სურს და ამისთვის ბიულეტენებს ნოვაია-კახოვკის სტამბაში ბეჭდავენ.

დენისოვას თქმით, რუსეთს ფსევდო-რეფერენდუმის ჩატარება დაგეგმილი აქვს 2022 წლის 1 მაისიდან 10 მაისამდე და ამ პერიოდში რუსეთის ჯარები აპირებენ ჩაკეტონ ხერსონის შესასვლელები და გამორთონ ყველა კომუნიკაცია.

30 აპრილს ოკუპირებულ ნოვაია-კახოვკაში ქალაქის მთავარ მოედანზე რუსმა სამხედროებმა ვლადიმირ ლენინის ძეგლი დადგეს.

XS
SM
MD
LG