Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის ხელისუფლება სვიატლანა ციხანოუსკაიას ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის განახლებას დაჰპირდა


სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ მას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის განახლებას დაჰპირდა.

რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, ჩეხეთის მთავრობამ ბელარუსებისათვის ვიზების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც 5 მარტიდან შევიდა ძალაში.
ეს ეხება ბელარუსის მოქალაქეებისთვის გრძელვადიანი ვიზებისა და მუდმივი ცხოვრების უფლების გაცემას. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნისათვის გასაცემ ვიზებზე გაკეთდა.

იან ლიპავსკი, ციხანოუსკაიას თანახმად, დაჰპირდა მას, რომ კანონი გადაიხედება და მინსკში მდებარე ჩეხეთის საელჩო მალე კვლავ დაიწყებს ბელარუსებისთვის ვიზების გაცემას.

„ჩემი ამოცანა იყო მეთქვა მისთვის, რომ ბელარუსები არ უნდა დაისაჯონ ლუკაშენკას ქმედებებისთვის. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რეჟიმზე და დავეხმაროთ ბელარუსებს, რადგან ისინი არავითარ საფრთხეს ჩეხებისთვის არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ.

ბელარუსი ფორმალურად არ იღებს მონაწილეობას რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომში, მაგრამ მოსკოვი ბელარუსის ტერიტორიას და სარკინიგზო ხაზებს იყენებს იმისთვის, რათა უკრაინაში ეშელონებით გაგზავნოს საბრძოლო მასალა და საწვავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG