საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში დამატებით იარაღს გამოყოფს.
ამის შესახებ, გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ინფორმაციით, სამშაბათს ორ ლიდერს შორის გამართულ სატელეფონო საუბარში ითქვა.
ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთიდან იარაღის მიწოდება "გაგრძელდება და გააქტიურდება უახლოეს დღეებსა და კვირებში, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება."
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ივნისში ევროკავშირის სამიტის შეხვედრაზე განიხილება. განაცხადის განხილვა დაეფუძნება ევროკომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და" ვერსალის სამიტზე ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან სულისკვეთებას, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტებმა ისაუბრეს უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც საფრანგეთს შეუძლია უკრაინას მიაწოდოს საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად.
პარიზის ინფორმაციით, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და ხანგრძლივი და ინფორმატიული იყო.
მაკრონი ზელენსკის იარაღის მიწოდების გაზრდას დაჰპირდა
ყველაზე პოპულარული
1