Accessibility links

site logo site logo

ტაჯიკეთში გრძელდება გამოსვლები, ცხრა ადამიანი დაიღუპა "ანტიტერორისტულ" ოპერაციაში


მთიანი ბადახშანის რეგიონი, ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის ხელისუფლების განცხადებით, ცხრა ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაიღუპა "ანტიტერორისტულ ოპერაციაში", რომელიც მთიანი ბადახშანის მღელვარე ავტონომიურ ოლქში ჩატარდა - იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს პროტესტი, რომელიც გამოიწვია 2021 წელს პოლიციის ხელში აქტივისტის სიკვდილის საქმის გამოუძიებლობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 მაისს აცხადებს, რომ ავღანეთის და ჩინეთის მოსაზღვრე ამ რეგიონში მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად დაიღუპა უსაფრთხოების სამსახურის ერთი წევრი, დაიჭრა რვა სამხედრო. სამინისტრო დასძენს, რომ მოკლულია კიდევ რვა პირი და დაჭრილია - 11, დაკავებულია 70-ზე მეტი პირი, რომლებსაც სამინისტრო "ტერორისტული ჯგუფის აქტიურ წევრებს" უწოდებს.

მღელვარებას ბიძგი მისცა საპროტესტო გამოსვლებმა, რომლებიც დაიწყო რეგიონის გუბერნატორის და რეგიონული დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნებით. სამინისტრო აცხადებს, რომ რეგიონში ვითარება ამჟამად "სტაბილურია" და აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების მუშაობა.

თუმცა რადიო თავისუფლებას რეგიონიდან კორესპონდენტები ატყობინებენ, რომ რეგიონში კვლავ დახურულია სკოლები და სახელმწიფო უწყებები.

სამინისტროს თანახმად, "ბოროტმოქმედთა ჯგუფებმა" დაბლოკეს გზატკეცილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ოლქის რუშონის რაიონს და დედაქალაქ ხორუგს, შეხლა-შემოხლა მოჰყვა პოლიციის მცდელობას, გზა გახსნილიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG