Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: აშშ ფინეთს და შვედეთს „სრულ და ყოველმხრივ“ მხარდაჭერას ჰპირდება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ფინეთის პრეზიდენტ და შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ფინეთის პრეზიდენტ და შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად

„ფინეთი და შვედეთი აკმაყოფილებენ ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას და ცოტა უფრო მეტსაც“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც 19 მაისს თეთრ სახლში შეხვდა ფინეთის პრეზიდენტ, საული ნიინისტეს და შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს.

ისინი ვაშინგტონში ჩავიდნენ, რათა აშშ-მა, როგორც ნატოს წამყვანმა ქვეყანამ, მხარი დაუჭიროს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის სწრაფი გაწევრიანების თაობაზე მათი პოლიტიკური ლიდერების მიერ წარდგენილ განაცხადს.

"აშშ-ი სრულად და ყოველმხრივ უჭერს მხარს თქვენს არჩევანს“, - ამ სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთსა და ფინეთს ორი "დიდი დემოკრატია" და "ძალიან ქმედითი პარტნიორები" უწოდა.

19 მაისს ჯო ბაიდენმა თქვა, გულითადად მიესალმება შვედეთის პრემიერ მინისტრს მაგდალენა ანდერსონს და ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტეს, ყოფილი ნეიტრალური ქვეყნების "მნიშვნელოვანი" განცხადებების აღსანიშნავად. შეერთებულ შტატების მხრიდან ჯო ბაიდენი სტუმრებს "ძლიერი მხარდაჭერას“ მათ გადაწყვეტილებას „მსოფლიო ისტორიაში ყველაზე უძლიერეს თავდაცვით ალიანსს“

ბაიდენმა დასძინა, რომ ნატოში ორი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადებს მისი ადმინისტრაცია 19 მაისს წარუდგენს კონგრესს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ალიანსის გაფართოება.

"ისინი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და ცოტა იმაზე მეტსაც", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ „ორი ახალი წევრის ყოლა ევროპის შორეულ ჩრდილოეთში უფრო გაზრდის ჩვენი ალიანსის უსაფრთხოებას.”

შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ომმა მათ აიძულა უარი ეთქვათ გრძელვადიან ნეიტრალიტეტზე და მოეთხოვათ გაწევრიანება ნატოში, რომლის გაფართოებაც არის მთავარი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას ამართლებს.

"ნატოში ახალი წევრების მიღება არც ერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ პუტინის მოთხოვნა, შეჩერდეს ალიანსის გაფართოების „არასდროს მოხდება“.

ორი ჩრდილოელი ქვეყნის ნაბიჯს უფრო ადრე ბრიუსელში მიესალმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

"განაცხადები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატოსკენ თქვენს გზაზე", - თქვა სტოლტენბერგმა.

შვედეთიც და ფინეთის ევროკავშირის წევრები არიან, ფინეთს რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს.

თურქეთი ალიანსის ერთადერთი წევრია, რომელმაც ღიად გამოხატა წინააღმდეგობა ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ფინეთმა და შვედეთმა მეტი პატივისცემა უნდა გამოავლინონ თურქეთის სატკივარზე, რომელიც ტერორიზმს უკავშირდება. ერდოანი უარს ამბობს დათმობაზე წავიდეს, მისი თქმით, ამ ქვეყნების მხრიდან ქურთი ექსტრემისტების მხარდაჭერის გამო. ერდოანი ფინეთს და შვედეთს ადანაშაულებს თვალის დახუჭვაში აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მოქმედებების მიმართ - იმის მიუხედავად, რომ ეს ჯგუფი ევროკავშირის ანტიტერორისტულ შავ სიაშია შეყვანილი.

XS
SM
MD
LG