Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქება მოხდა თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრის ადგილთან


ავღანეთი. თალიბანის დროშა
ავღანეთი. თალიბანის დროშა

22 მაისს პოლიციამ დაადასტურა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა დარბაზთან, რომელშიც თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.

ქაბულის პოლიციის წარმომადგენელმა ხალიდ ზადრანმა გამოაცხადა, რომ აფეთქება მოხდა სასტუმრო „ისტეღლაპთან“, რომელშიც თალიბანის ლიდერები აღნიშნავდნენ მათი უზენაესი ლიდერის, ახტარ მოჰამად მანსურის სიკვდილის დღეს. მანსური 2016 წელს მოკლეს ამერიკის უპილოტო თვითმფრინავით მოწყობილი თავდასხმის დროს. თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა მოქალაქე, თქვა ზადრანმა, რომელმაც დასძინა, რომ მომხდარს იძიებენ.

ხსოვნის შეკრებას ესწრებოდნენ თალიბანის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

დაუდასტურებელი ცნობით, დარბაზში აფეთქებას შეეცადა თვითმკვლელი. პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის არავის აუღია თავის თავზე. ავღანეთში მოქმედებს წინააღმდეგობის რამდენიმე ანტითალიბანური დაჯგუფება და ასევე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG