Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა ომის მდგომარეობა 90 დღით გაახანგრძლივა


უკრაინის პარლამენტმა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა ომის მდგომარეობა ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაზე პროვოკაციის გარეშე შეიჭრა რუსეთის არმია.

„ვერხოვნა რადის“ განცხადებით, რომელიც 22 მაისს გაკეთდა, ომის მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით.

ზელენსკიმ შესაბამისი კანონპროექტი შეიტანა 18 მაისს. ომის მდგომარეობა უკრაინაში გამოცხადდა 24 თებერვალს, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის დღეს.

„ომის მდგომარეობას ვაცხადებთ მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა ზელენსკიმ მაშინ და მოქალაქეებს მოუწოდა, შინ დარჩნილიყვნენ და ემოქმედათ „პანიკის გარეშე“.

მას მერე, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის და სხვა მსხვილი ქალაქების აღება ქვეყნის ჩრდილოეთსა და დასავლეთში, რუსეთის ყურადღება გადავიდა აღმოსავლეთის და სამხრეთის რეგიონებზე, რომელთა ყირიმთან დაკავშირებას ცდილობს მოსკოვი. უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთმა 2014 წელს გამოაცხადა თავის ტერიტორიად. აღმოსავლეთ უკრაინაში ამავე დროიდან რუსეთის მხარდაჭერით მოქმედებენ სეპარატისტული დაჯგუფებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG