Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის საზღვრისპირა სოფელში სტიქიამ სოფლის ამბულატორია მნიშვნელოვნად დააზიანა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მაწიმი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მაწიმი

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. ქარმა საზღვრისპირა სოფელ მაწიმში ალვის ხეს მოსტეხა ტოტები, რომლებიც ამბულატორიის შენობას დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი, წვიმის წყალი კი ოთახებში ჩადის.

ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მერიის შესაბამისი ა(ა)იპის წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებული. ისინი ტერიტორიას ხის ტოტებისგან ასუფთავებენ. ადგილზე იმყოფებიან ენერგოკომპანიის წარმომადგენლებიც. ისინი დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენას ცდილობენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სამუშაო საათები დასრულებული იყო და ამბულატორიაში აღარავინ იმყოფებოდა.

სოფელ მაწიმში ამბულატორიის ახალი შენობა 2019 წელს აშენდა და 90 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ამბულატორია 2021 წლის დასაწყისში გაიხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG