Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი. 24 თებერვალი, 2022 წელი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი. 24 თებერვალი, 2022 წელი

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისის ტექსტი ლუკაშენკას პრესცენტრის გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც მსოფლიო თანამეგობრობის პატივსაცემი წვერი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, - ამბობს ლუკაშენკა.

პრესცენტრის თანახმად, მან ყურადღება გაამახვილა, რომ "ორი ხალხის ურთიერთპატივისცემა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელარუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც მომავალშიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ".

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. წერილებს საქართველო დილიდან იღებს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG