Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაჰესის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს


მეხანძრე-მაშველები ზაჰესის ტერიტორიაზე. 2022 წლის 30 მაისი
მეხანძრე-მაშველები ზაჰესის ტერიტორიაზე. 2022 წლის 30 მაისი

მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის, ზაჰესის ტერიტორიაზე წუხელ გაჩენილი ხანძარი. არავინ დაშავებულა. ამის შესახებ დღეს, 30 მაისს, დილით იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ხანძარს 20 ჯგუფი აქრობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მოდებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა ხანძრის კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ სრულად ლიკვიდირება და ადგილზე სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG