Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას 5 მილიონი რუბლის გადახდაზე უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის


უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროს დაკრძალვა. პეტროზავოდსკი. 2022 წლის გაზაფხული
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროს დაკრძალვა. პეტროზავოდსკი. 2022 წლის გაზაფხული

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას 5 მილიონი რუბლის (82 000-მდე აშშ დოლარის) გადახდაზე რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენელთა ოჯახებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ ე.წ. "საგანგებო საომარი ოპერაციის" დროს უკრაინის ტერიტორიაზე და აგრეთვე საომარი მოქმედებებისას სირიაში.

ბრძანების თანახმად, ანალოგიურ თანხას მიიღებენ უკრაინასა და სირიაში დაღუპული რუსი "მოხალისეების" ნათესავები.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არმიის შეჭრიდან, თებერვლიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს გამოაცხადა დანაკარგის შესახებ. უწყების თანახმად, იმ მომენტისთვის დაღუპული იყო 1350-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ ივნისისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოკლულია რუსეთის 30 ათასზე მეტი სამხედრო. ამ მონაცემის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG