Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების სია სახელმწიფო საიდუმლოდ ცნო


რუსეთის სვეტლოგორსკის სასამართლომ სახელმწიფო საიდუმლოდ ცნო უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების სია, რომელიც ფსკოვის გამოცემა 60.RU-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის გვერდები ასევე წაშალა რამდენიმე გამოცემამ, რომლებმაც დაღუპულთა სია ღია ოფიციალური წყაროებით მიღებული ცნობებით შეადგინეს.

სარჩელი გამოცემა 60.RU-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა ბალტიის ფლოტის გარნიზონის 73-ე სამხედრო პროკურატურის სამხედრო პროკურორმა, რომელიც მოითხოვდა, რომ დაღუპულთა სია აღიარებულიყო, როგორც რუსეთში გავრცელებისთვის აკრძალული ინფორმაცია.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაღუპულთა შესახებ მონაცემები "ააშკარავებს პერსონალის დანაკარგებს როგორც ომის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს", რის გამოც აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას მიაკუთვნა. რუსეთში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების მუხლით უმაღლესი სასჯელი შვიდი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • 24 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა უწყებამ "როსკომნადზორმა", დაბლოკვის მუქარით მოითხოვა, რომ უკრაინაში ინტერვენციის გაშუქებისას რუსულმა მედიამ გამოიყენოს მხოლოდ "ოფიციალური რუსული ინფორმაცია".
  • ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება დაჟინებით აკვირდება ოფიციალური ტერმინოლოგიის დაცვას, რომლის თანახმად, უკრაინაში შეჭრას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უნდა ეწოდოს.
  • ომის მიმდინარეობის სამი თვის განმავლობაში სააგენტომ ათასზე მეტი საიტი დაბლოკა.
XS
SM
MD
LG